ღონისძიების ფარგლებში დელეგატებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ორგანიზებული იქნება უფასო სატრანსპორტო მომსახურება, რაც მოიცავს აეროპორტის ორივე გზის ტრანსფერს, ტრანსპორტირებას სასტუმროდან ღონისძიების ჩატარების ლოკაციაზე და ტრანსპორტირებას ტურების ფარგლებში.

World Travel Awards-ის სტუმრებისთვის ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში სპეციალური საპასპორტო კონრტოლის/საზღვრის კვეთის სივრცე ეწყობა, სადაც მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების მონაწილეები ურიგოდ შეძლებენ საპასპორტო კონტროლის გავლას.

აეროპორტის ტრანსფერების უზრუნველყოფა მოხდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. აღნიშნული დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობასა და ჩამოფრენის დროებზე.

აეროპორტების ტრანსფერების ორგანიზება მოხდება თქვენი ფრენის ბილეთების შესაბამისად, ქ. ბათუმიდან, ქ. ქუთაისიდან, ქ. თბილისიდან.

სატრანსპორტო მომსახურების დასაჯავშნად აუცილებელია ვებგვერდიდან გააკეთოთ ტრანსპორტზე ჯავშანი და მიუთითოთ რეისთან დაკავშირებული დეტალები შესაბამის ველებში. ჯავშნის გაგზავნისთანავე დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.

სატრანსპორტო მომსახურებაზე ჯავშანი უნდა გააკეთოთ 20 სექტემბრამდე.

როგორ ჩამოხვიდეთ

ბათუმში ჩამოსვლა შესაძლებელია საჰაერო გზით ბათუმის, ქუთაისის ან თბილისის საერთაშორისო აეროპორტების გამოყენებით.

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპზე სრულდება რეისები 12 ქვეყნიდან. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად სრულდება რეისები სტამბოლიდან.
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - მდებარეობს ბათუმიდან ტრანსპორტით 2 საათის სავალ გზაზე ( ქუთაისი - ბათუმი: 2სთ 25 წთ (154,0 კმ). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება რეისების ევროპის 25 მიმართულებიდან.
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან შესაძლებელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა. თბილისიდან ბათუმი მდებარეობს 367 კილომეტრში. თბილისიდან ბათუმში მოხვედრა შესაძლებელია ტრანსპორტით, მატარებილით ან თვითმფრინავით. თბილისიდან ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღეში ორჯერ სრულდება შიდა ფრენები. შიდა ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს 45 წუთს. ღონისძიების ფარგლებში თბილისიდან უზრუნველყოფილი იქნება უფასო ტრანსპორტი დელეგატებისა და მოწვეული სტუმრებისათვის.
  • დამატებით, ასევე შესაძლებელია ბათუმში მოხვედრა თურქეთის ქალაქების - რიზესა და ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით (რიზე - ბათუმი: 2 სთ - 129 კმ, ტრაპიზონი - ბათუმი: 3 სთ 19 წთ (208,0 კმ)

გთხოვთ, დაჯავშნოთ აეროპორტის ტრანსფერები 20 სექტემბრამდე.

ჯავშნის შევსებისთანავე ჩვენი წარმომადგენელი დეტალებთან დაკავშირებით დაგიკავშირდებათ.