ბათუმი უნიკალურია ზღვისა და მთის კომბინაციით, ტურიზმის სახოებათა მრავალფეროვნებით, ასევე 4 დაცული ტერიტორიით, რომელთაგან გამორჩეულ მტირალას ეროვნულ პარკში გვსურს გამოგზაუროთ.
2021 წელს იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას მტირალას ეროვნული პარკიც დაამატა და ასე აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი ისეთი ტურისტული ატრაქციების გვერდით, როგორებიცაა ამაზონის ტყე, შვეიცარიის ალპები, გრანდ კანიონის პარკი და სხვა.
იუნესკოს ასეთი აღიარება და მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში დამატება მტირალას ეროვნულმა პარკმა დაიმსახურა გამყინვარების დროინდელი ტყეებით, უნიკალური ეკოსისტემებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და მსოფლიო მნიშვნელობის ცოცხალი გეოლოგიური პროცესებით.
თუ ჰაიკინგის მოყვარული ხართ, თუ მოგწონთ აზრი ტბის, ჩანჩქერის, ქვეყანაში ყველაზე ტენიანი ადგილისა და ველური ბუნების, დაბურული ტყეებისა და მისტიური ბილიკების მონახულებისა, ქალაქიდან მანქანით 20 წუთის სავალ გზაზე, მაშინ მტირალას ტური გელოდებათ.