გონიოს ციხე

29-09-2023 11:00-16:00

აჭარაში არაერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს უძველეს ისტორიას. მათ შორის გამორჩეულია გონიოს ციხე, სადაც ტურის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ მსოფლიოს საგანძური, ქართული ფოლკლორის შოუ, რომელიც მნახველებს არასდროს ტოვებს გულგრილს, მონაწილეობა მიიღოთ ქართული კერძების დამზადებაში და დააგემოვნოთ მრავალი წლის განმავლობაში შემონახული კულინარიული მარგალიტები, გაიზიაროთ ქართული საბრძოლო ხელოვნების სიღრმე და ოსტატობა და, რაც მთავარია, გაიგოთ უფრო მეტი ციხესიმაგრის შესახებ, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს.

გონიოს ციხე ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა საქართველოში. აქ კარგად ჩანს თუ როგორ იყო ჩვენი ქვეყანა დაკავშირებული მსოფლიო ცივილიზაციებთან ქრისტესშობამდე პერიოდიდან მოყოლებული. გონიოს ციხე ინახავს უძველესი ევროპული კულტურის ნაკვალევს,

რომლის პარალელურადაც იქმნებოდა ქართული სახელმწიფო. ჯერ კიდევ ძვ.წ. XIII VIII საუკუნეებში დიაოხისა და კოლხას მდიდარ ისტორიას ენაცვლება ქვეყანაში რომის, ბიზანტიისა თუ ოსმალეთის შემოსვლის შედეგად დატოვებული არქეოლოგიური ნიმუშები, რომელთა მონახულების საშუალება გექნებათ ტურის ფარგლებში.

კიდევ ერთი ფაქტი, თუ რატომ იწვევს გონიოს ციხე ტურისტთა განსაკუთრებულ ინტერესს - გონიოს ციხეს უკავშირდება საყოველთაოდ ცნობილი მითი კოლხეთის სამეფოში არგონავტების მოგზაურობის შესახებ, რომელსაც იასონი მეთაურობდა. ხომალდი ,,არგო’’ გონიოს ციხეს ქვეყნის ძლიერების სიმბოლოს - ოქროს მოპოვების წესის საძიებლად მოადგა. არგონავტების მითი ცხადყოფს ჭეშმარიტებას ქვეყნის სიძლიერის შესახებ და ის ასევე გვიყვება იასონისა და კოლხეთის მეფის ასულის, მედეას სიყვარულის ამბავს.

გონიოს სიმდიდრე ამით არ სრულდება. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა. ისტორიის, კულტურის, კულინარიისა და ტრადიციების მოყვარულთათვის გონიოს ტური ნამდვილად დაუვიწყარი იქნება.

ტურის პროგრამა

  • გამგზავრება სასტუმროდან ტრანსპორტით
  • გონიოს ციხის მონახულება
  • აჭარული და ქართული კერძების მასტერკლასი
  • ქართული მრავალხმიანი სიმღერები და ნაციონალური ცეკვები
  • ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა
  • სასტუმროში დაბრუნება

გაითვალისწინეთ

  • სასურველია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი

ვიდეო