ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და შესანიშნავი არჩევანია თუ ბუნებაში დროის გატარება გსურთ. ტურის ფარგლებში შეძლებთ გაეცნოთ მსოფლიოს სუბტროპიკულ ფლორას. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. ბაღში ერთნაირად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. ეს ადგილი ზღვისა და მთის კომბინაცის უნიკალურობის მაგალითია, რადგან ბოტანიკური ბაღიდან იშლება შთამბეჭდავი ზღვის ჰორიზონტები და პლაჟები, ასევე ქალაქ ბათუმის ხედი.
ტურს გავაგრძელებთ პეტრას ციხეში, რომელიც ისტორიკოსთა ცნობით VI საუკუნეში აშენდა. ტურის ფარგლებში მოგიყვებით იმდროინდელი საქართველოსა და ბიზანტიური ცივილიზაციის მჭიდრო კავშირიზე, რის დამადასტურებელ არტეფაქტებსა და ნიმუშებსაც უშუალოდ გაეცნობით, პარალელურად კი იხილავთ უნიკალურ ქართულ ფოლკლორს და დააგემოვნებთ ქართულ ღვინოს, რომლის დაყენების ტრადიციაც აღიარებულია იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად.