ბათუმის ბოტანიკური ბაღი

28-09-2023 16:00-19:00

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და შესანიშნავი არჩევანია თუ ბუნებაში დროის გატარება გსურთ. ტურის ფარგლებში შეძლებთ გაეცნოთ მსოფლიოს სუბტროპიკულ ფლორას. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. ბაღში ერთნაირად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. ეს ადგილი ზღვისა და მთის კომბინაცის უნიკალურობის მაგალითია, რადგან ბოტანიკური ბაღიდან იშლება შთამბეჭდავი ზღვის ჰორიზონტები და პლაჟები, ასევე ქალაქ ბათუმის ხედი.

ტურის პროგრამა

  • ბათუმიდან გასვლა
  • ბოტანიკური ბაღის მონახულება
  • ზიპ-ლაინით დაშვება
  • სასტუმროში დაბრუნება

გაითვალისწინეთ

  • წვიმის შემთხვევაში, ბოტანიკური ბაღის ტური ჩატარდება ელექტრომობილით
  • სასურველია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი

გალერეა

ვიდეო