ტურების დეტალური პროგრამა დაემატება მალე

ორდღიანი საქმიანი ღონისძიების ფარგლებში, ღონისძიების საერთაშორისო სტუმრებისთვის დაგეგმილია რეგიონის და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ქართული სტუმართმასპინძლობის ჩვენება და პრეზენტაცია. გაცნობითი ტურების ფარგლებში სტუმრებისთვის ჩატარდება საინტერესო ტურები, მასტერკლასები და დეგუსტაციები. სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება გაეცნონ ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, სპეციალურად მათთვის გაიმართება ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის შოუები. პროგრამის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ბათუმის ძველ და ახალ ნაწილს, ბათუმის უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს, VI საუკუნის პეტრას ციხეს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიოს ციხეს, მთიან აჭარას და რეგიონის სხვა ღორსშესანიშნაობებს.

ტურები მოიცავს ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაციებს (გარდა ქალაქის ტურებისა)

ტურების ფარგლებში ორგანზიებული იქნება გიდი და ტრანსპორტი.

ტურები არის არჩევითი.

გთხოვთ, აირჩიოთ ტურები 20 სექტემბრამდე.