საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, რომელიც გამორჩეულია, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნეს მიმართულება, 2023 წლის 28 სექტემბერს პირველად უმასპინძლებს „ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის ფორუმს“.

აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია, შექმნას პლათფორმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება ტურიზმის სფეროს საერთაშორისო ლიდერების და პროფესიონალების ჩართულობით გაიმართოს დისკუსიები, ერთის მხვრივ, ტურიზმის მდგრადი განვითარების პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე, და მეორეს მხვრივ, შემუშავდეს ახალი ხედვები ტურიზმის სფეროში ინვესტიციების, ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა თუ გარემოს დაცვის მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთიანდებიან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასამყარებლად.

„ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი“ არის კარგი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მსჯელობა ტურიზმის სფეროში არსებულ სხვადასხვა საკითხზე და გამოწვევებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის. ფორუმი ითვალისწინებს სხვადასხვა პანელურ სესიას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, ისაუბრებენ მოგზაურობის თანამედროვე ტენდენციებზე, მოახდენენ ინფორმაციის გაცვლას და ცოდნის გაზიარებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, ინვესტიციები ტურიზმის სექტორში, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, მდგრადი ტურიზმის განვითარების პროექტები.

ამავდროულად, მოწვეულ დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ გასვლითი ტურების ფარგლებში გაეცნონ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და ისიამოვნონ ქართული სტუმართმასპინძლობით.

პროგრამა

  • რეგისტრაცია

    10:00-11:00

    ნეთვორქინგი

  • BITF-ის ოფიციალური გახსნა

    11:00-11:03

    აჭარის ა/რ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე - თინათინ ზოიძე

  • გახსნითი მისასალმებელი სიტყვა

    11:03-11:20

    • აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე
    • მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების, მარკეტინგის და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი სიონ რეფსონი

  • საქართველოს ტურიზმის ვიდეო პრეზენტაზია „სტუმარი“

    11:20-11:30

  • პრეზენტაცია

    11:30-11:40

    აჭარის ა/რ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე - თინათინ ზოიძე

    - Visit Batumi - ევროპის წამყვანი ოთხი სეზონის მქონე მიმართულება

  • BITF 2023-ის პანელური სესია
    მდგრადი ტურიზმის განვითარება და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიები

    11:40-12:30

  • 1. ტურიზმის მდგრადი განვითარება და ინვესტიციები ტურიზმის ინდუსტრიაში
  • 2. მარკეტინგის, პრომოუშენის სტრატეგიები და ციფრული ტრანსფორმაცია
  • მოდერატორი

    აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე

    პანელისტები

    • გიბრალტარის ტურიზმის ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორი - კევინ ბოსინო
    • დუბროვნიკის ტურიზმის ადმინისტრაციის დირექტორი - მირო დრაშკოვიჩ
    • EARTHPIX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - ერიკ დამიერ
    • EURONEWS-ის საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი - კიელ სტეინ
    • Wanderlust Travel Media-ს მთავარი კომერციული ოფიცერი - ადამ ლოიდს
    • გამოცემა Emerging Europe-ის რედაქტორი - კრეგ თურფ-ბალაზს

    კითხვა და პასუხი
  • ფინალური აღნიშვნები

    12:30-12:40

    ოფიციალური ფოტო
  • ლანჩი

    13:00-14:30

    რესტორანი „პელიონი“, სასტუმრო ჰილტონი

  • არჩევით: თავისუფალი დრო ან ღირსშესანიშნაობების ტური

    • 16:00 - 19:00 ბათუმის ქალაქის ტური
      (15:45 გასვლის დრო - სასტუმროს ლობი)
    • ან
    • 16:00 - 19:00 ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტური
      (15:45 გასვლის დრო - სასტუმროს ლობი)

  • საღამოს მიღება

    20:00

    ლაუნჯი ჟასმინი - სასტუმრო შერატონის აუზი ორგანიზებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ (მხოლოდ მოწვევით)

მომხსენებლები

კევინ ბოსინო
კევინ ბოსინო

გიბრალტარის ტურიზმის ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორი

მირო დრაშკოვიჩ
მირო დრაშკოვიჩ

დუბროვნიკის ტურიზმის ადმინისტრაციის დირექტორი

ერიკ დამიერ
ერიკ დამიერ

EARTHPIX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

კიელ სტეინ
კიელ სტეინ

EURONEWS-ის საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი

ადამ ლოიდს
ადამ ლოიდს

Wanderlust Travel Media-ს მთავარი კომერციული ოფიცერი

კრეგ თურფ-ბალაზს
კრეგ თურფ-ბალაზს

გამოცემა Emerging Europe-ის რედაქტორი