World travel Awards-ის სტუმრებისათვის ბათუმის ბრენდულ სასტუმროებში სპეციალური ფასები მოქმედებს.

ღონისძიების პარტნიორი სასტუმროებია: Sheraton Batumi Hotel, Radisson Blu Hotel Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Hilton Batumi და Le Meridien Batumi. აღნიშნული სასტუმროები მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ბულვარის პირველ ზოლში, ერთმანეთთან ახლოს.

სასტუმროების სპეციალური ფასებით სარგებლობისთვის აუცილებელია შეავსოთ ჯავშნის ბლანკი აქვე. ჯავშნის მოთხოვნა არ ნიშნავს სასტუმროს დაჯავშნას. ბლანკის შევსების შემდებ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სასტუმროში განთავსების ფასებსა და პირობებთან დაკავშირებით.

სასტუმროს ჯავშნის განაცხადი უნდა შეავსოთ 20 სექტემბრამდე.

ჩვენი გუნდის წევრები მზად არიან გაგიწიონ დახმარება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.