გვაქვს პატივი გიმასპინძლოთ საქართველოში, ბათუმში, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების 30-ე საიუბილეო წლის ევროპის გალა ცერემონიაზე, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის ლიდერები ერთიანდებიან მთელი მსოფლიოდან.
სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთად დავსახოთ ტურიზმის უკეთესი მომავალი, და ამასთანავე, გაგიზიაროთ ქართული სტუმართმასპინძლობის უნიკალური ტრადიცია.
ბათუმი, როგორც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი ქვეყანაში, მასპინძლობს ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას: ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის ფორუმს (BITF) , რომელიც ჩატარდება 28 სექტემბერს და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების (WTA) გალა ცერემონიას, 2023 წლის 29 სექტემბერს.
ორდღიანი საქმიანი ღონისძიების ფარგლებში, ღონისძიების საერთაშორისო სტუმრებისთვის დაგეგმილია რეგიონის და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ქართული სტუმართმასპინძლობის ჩვენება და პრეზენტაცია.